სოფლის ექიმებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
22 დეკემბერი, 2022
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა და გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდ unicef -ის ორგანიზებით, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, აჭარის რეგიონის სოფლის ექიმებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ესწრებოდა.საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს ვირუსული ინფექციების ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების მართვის საკითხები.
იხილეთ გალერეა