აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცეს

27 დეკემბერი, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის''- ქვეპროგრამის ფარგლებში, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში ანაზღაურებადი ცხრა თვიანი სტაჟირება გაიარა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ოცმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა.

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს,სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

სტაჟიორებმა შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და პროფესორ- მასწავლებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58