აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება 40 000 ლარამდე გაიზარდა

16 იანვარი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის" ფარგლებში, 2023 წლიდან თანადაფინანსება 40 000 ლარამდე გაიზარდა.

პროგრამა ითვალისწინებს, ეკომიგრანტი ოჯახების უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვისთვის, არაუმეტეს 40 000 ლარისა.

მოსარგებლეები არიან ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.

 დაფინანსების ფორმა:
▪ საცხოვრებელი ფართის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამყიდველის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულებაში ასახული ქონების ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული თანხისა.  

▪ იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება  აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების  შემთხვევაში,  ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

▪ პროგრამაში  ჩართვისათვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის  მდებარეობის მიხედვით.  

 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში შეძენილი იქნა 72 საცხოვრებელი ფართი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 160 000 ლარი გამოიყო.

გასულ წელს ასევე, ჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული - 158 ოჯახი, გამოიყო მილიონ 924 153 ლარი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები