აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის გუნდს შეხვდა

19 იანვარი, 2023

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელს თამარ გაბაიძეს და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე შეაჯამეს 2022 წელს განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები.
განიხილეს 2023 წლის გეგმები და პრიორიტეტები, უმთავრესი აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებზე, რომელიც უზრუნველყოფს აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.
ასევე პრიორიტეტად რჩება აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა, მათი ინფორმირება ცენტრის მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ, შეხვედრების ორგანიზება ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ასევე აქტიურად გააგრძელებს მუშაობს ისეთ პროექტებზე, როგორიცაა: კარიერული განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, ახალგაზრდა მეწარმეებისა და სტარტაპერების ხელშეწყობა და სხვა. ასევე წელს პირველად ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი შეძლებს თავისუფალი ინიციატივების დაფინანსებას.
2023 წელს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 40-მდე ღონისძიებას განახორციელებს!

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები