არქივის 100 წლის იუბილე
24 იანვარი, 2023
Zvirfaso
kolegebo!
2023 წლის 27-29 აპრილს აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება
-საარქივო სამმართველო ატარებს
აჭარის საარქივო სამმართველოს 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას
,,სამხრეთ-დასავლეთ საქართველო: იასტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“. მოხსენებათა
თემატიკის (თემატიკა შეუზღუდავია) შესაბამისად კონფერენციაზე იმუშავებს რამოდენიმე
სექცია. არქივის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება 27 აპრილს, ხოლო კონფერენცია 28-29 აპრილს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 1
აპრილამდე საორგანიზაციო კომიტეტს უნდა
წარმოუდგინონ განაცხადი, ხოლო
კონფერენციის კრებულის დროული გამოცემის მიზნით 2023 წლის 10 მარტამდე
მოხსენების სრული ტექსტის ელექტრონული ვერსია შემდეგ მისამართზე: txil1968@gmail.com
განაცხადს უნდა ახლდეს:
მომხსენებლის გვარი, სახელი, სამუშაო ადგილი;
მოხსენების სახელწოდება;
მოთხოვნა აუდიო-ვიზუალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით (პროექტორი,
ლეპტოპი და ა. შ.);
საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელეფონი)
კრებულში დასაბეჭდად გათვალისწინებული სტატიაში უნდა იყოს:
აბსტრაქტი;
საკვანძო სიტყვები;
შესავალი;
ძირითადი ნაწილი;
დასკვნა;
გამოყენებული ლიტერატურა.
საორგანიზაციო კომიტეტი
იხილეთ გალერეა