აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო

26 იანვარი, 2023

აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე Fitur 2023 მადრიდში და ჩრდილოეთ ევროპის უმნიშველოვანეს გამოფენაზე Matka 2023 ჰელსინკში.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 25-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს მადრიდის გამოფენის ფარგლებში, სადაც საერთაშორისო მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანია იყო წარდგენილი და 100 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა. რაც შეეხება, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას, "Matka 2023-ზე ბათუმის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. წლის განმავლობაში, რეგიონის პოპულარიზაცია 20-ზე მეტ საერაშორისო გამოფენასა თუ ღონისზიებაზე იგეგმება. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები