თვალის ბადურის მძიმე დაავადებების ინტრავიტრეალური მკურნალობის დაფინანსება
03 თებერვალი, 2023
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მიმდინარე წელს დაიწყო თვალის ბადურის მძიმე დაავადებების ინტრავიტრეალური მკურნალობის დაფინანსება ახალი თაობის ანტიანგიოგენური მედიკამენტებით. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეები.
პროგრამის მიზანია თანამედროვე მკურნალობის სერვისებზე პაციენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განვითარების რისკის შემცირებას, მხედველობის ფუნქციის და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას.
პროგრამის პირველ მოსარგებლეებს, დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე კლინიკა “საგიტარიუსში” შეხვდნენ.
“სპეციალისტების რეკომენდაციითა და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო თვალის ბადურის ძვირადღირებული, მაღალფექტური ანგიოგენეზური მოქმედების პრეპარატების დაფინანსება. ამ ეტაპზე პროგრამით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და 200 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მომდევნო პერიოდისათვის ჩვენ ვგეგმავთ პროგრამის ბენეფიციართა გაფართოებას “ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს მედიკამენტების ღირებულება უფინანსდებათ სრულად. პროგრამა ვაუჩერული მეთოდით ხორციელდება. ასევე, პაციენტს აქვს სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანის უფლება. მოსარგებლე ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის, ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
იხილეთ გალერეა