აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დასკვნითი შეხვედრები ვაშინგტონში გამართა

17 თებერვალი, 2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, მინისტრის მოადგილემ უჩა სურმანიძემ და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დარგის სპეციალისტებმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დასკვნითი შეხვედრები ვაშინგტონში გამართეს.

შეხვედრები გაიმართა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ადმინისტრაციის მაღალი რგოლის ხელმძღვანელებთან. მათ შორის, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ადმინისტრატორთან დანიელ ვიტლისთან და აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგარეო სამსახურის უფროს დირექტორთან ოტო გონსალესთან. დელეგაციის წევრები გაეცნენ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სხვადასხვა აქტივობებს და USDA-ს აჭარაში აგრარული ექსტენციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები და პრიორიტეტები გაუზიარეს. ასევე, მადლობა გადაუხადეს აშშ-ს მთავრობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სრულიად საქართველოს მოსახლეობის სახელით. USDA -ს მენეჯმენტმა გამოხატა მზაობა ხანგრძლივი და მდგრადი მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით, აგრარული განათლების, ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაციის და კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები 10 დღის განმავლობაში აშშ-ს სხვადასხვა შტატში მიმდინარეობდა. 6-10 თებერვალს შეხვედრები გაიმართა ტეხასის და ოჰაიოს შტატებში აგრარულ ექსტენციაში ჩართულ სხვადასხვა ინსტიტუციების ხელმძღვანელობასთან. მათ შორის, ტეხასის შტატის ექსტენციის ცენტრის ჰიუსტონის წარმომადგენლობასთან; Prairie View A&M უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან, ოჰაიოს შტატის ექსტენციის ოფისთან, Сentral State უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ასევე, ტეხასის და ოჰაიოს შტატის იმ სკოლებთან, რომლებიც ექსტენციაში არიან ჩართულები.

ვიზიტის მიზანი იყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ექსტენციის სერვისების მხარდაჭერა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბაზაზე აგრარული საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარება.

საქართველოს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიური პერსონალი, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები, მომავლის ფერმერის თავმჯდომარე და პროექტის მენეჯერი. პროექტი მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მომავლის ფერმერი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება