აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ისრაელში მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება.

16 თებერვალი, 2023

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ”IMTM 2023” ფარგლებში მსხვილი მედიაპლატფორმების, ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება. 

შეხვედრებზე ისრაელში ბათუმის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატიების, სიუჟეტებისა და ბლოგების გამოქვეყნების მიზნით ბათუმში მხვილი ინფო-მედიატურების ორგანიზება, ასევე მარკეტინგული კამპანიებისა და  მოგზაურობის მასტიმულირებელი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება. 

გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთადაა წარმოდგენილი. შეხვედრებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო ისრაელში

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები