გაზრდილი ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები
24 თებერვალი, 2023
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების ფარგლებში, 2023 წელს გაზარდა როგორც დაფინანსების ოდენობა, ასევე მოსარგებლეთა რაოდენობა.
პროგრამების საერთობიუჯეტი მიმდინარე წელს 4 152 200 ლარია.
ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები ითვალისწინებს:
"ბავშვთა ფსიქოსომატურ აბილიტაცია/რეაბილიტაციას" - ბავშვთა ცერებრალური დამბლის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთების სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის კურსების დაფინანსებას.
"ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას" - ძვალ-სახსროვანის სისტემის სხვადასხვა დეფორმაციის მქონე ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კურსების დაფინანსებას.
"ბავშვთა ადრეულ განვითარებას" - განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირებას და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
"აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას" - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების რეაბილიტაციის კურსების დაფინანსებას.
"სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციას" - სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (კოხლეარული იმპლანტი, სმენის აპარატი) ბავშვების უზრუნველყოფას მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით.
პროგრამების მიზანია განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ოჯახების გაძლიერება, ინკლუზიური განვითარების მხარდაჭერა, სპეციფიკური რეაბილიტაცია/აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება.
2022 წელს სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის სხვადასხვა კურსი ჩაუტარდა 2 159 ბენეფიციარს.
იხილეთ გალერეა