აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

პროგრამის ,, უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ გაზრდილი ბიუჯეტი

27 თებერვალი, 2023

   აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი პროგრამა - ,,უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ გასულ წელს დანერგა. პროგრამა წარმატებით გრძელდება მიმდინარე წელსაც. 2023 წლიდან:
  გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და 700 000 ლარს შეადგენს;
  გაიზარდა დასაფინანსებლად ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა 300 000-მდე.
უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება ფინანსდება  80%, 90% და 100%-ით.
  პროგრამის მიზანია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გზით, უშვილო წყვილებისათვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება, აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
  პროგრამით სარგებლობენ აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უშვილო წყვილი, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება.
  გასულ წელს პროგრამის ფარგლებში გაიცა 89 ვაუჩერი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები