უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნისა და ბეჭდვის კონკურსი გამოცხადდა
01 მარტი, 2023
აჭარის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის
თარგმნისა და ბეჭდვის მიზნით კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაზე ხელმოსაწვდომობა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის
იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.
გრანტის ოდენობა ერთი წლის მანძილზე შეადგენს 10 000 ლარს. აპლიკანტმა შეიძლება მოითხოვოს დაფინანსება ორი წლის მანძილზე. ამ შემთხვევაში სამინისტროდან
მოთხოვნილი გრანტის ოდენობა ორი წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს
2023 წლის 1 მარტიდან - 20 აპრილის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია
იხილეთ https://bit.ly/3IHoUQr
იხილეთ გალერეა