შეხვედრა მეთხილე ფერმერებთან
02 მარტი, 2023
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ურეკის საზოგადოებრივ ცენტრში მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თხილის წარმოების ხელშეწყობისა და სუბსიდირების ახალ პროგრამაზე იმსჯელეს. ყურადღება გაამახვილეს თხილის სექტორის განვითარებისთვის ფერმერთა ცოდნის გაღრმავებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე. ასევე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის რეგიონში ქეთევან მოისწრაფიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამრომლები, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის გადამამუშავებლები, ექსპორტიორები და ჩამბარებელი პუნქტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა