აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან

02 მარტი, 2023

  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან ერთად, პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და სამინისტროს 2023 წლის პროგრამები გააცნო.

  შეხვედრაზე ონლაინ ფორმატით ჩაერთო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია და შეხვედრის მონაწილეებს კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატის, „პაქსლოვიდის“ გამოყენების წესზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

  აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2023 წელს აფინანსებს:

  გულის, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას,
  გულის ქირურგიას,
  ავთვისებიანი სიმსივნის მკურნლობას,
  ასევე, თვალის ბადურის მძიმე დაავადებების,
  ალკჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის სტაციონარულ მკურნალობას,
  სახსრების ენდოპროთეზირებას,
  მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევებს,
  საზღვარგარეთ მკურნალობას,
  უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,
  სამედიცინო რეაბილიტაციას,
 ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის, გაფანტულისკლეროზისა და რევმატოიდული ართრიტის ძვირადღირებულ მედიკამენტებს,
 ბავშვთა ძვალ სახსროვანი სისტემის დეფორმაციის რეაბილიტაციას,
 სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციას,
 ბავშვთა ადრეულ განვითარებას, ფსიქოსომატურ რეაბილიტაციას,
 აუტიზმის სპექტრის დარღვევებს, სოციალურ ადაპტაციას,
 დამხმარე საშუალებებს.

   გასცემს მატერიალურ დახმარებას:
   შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელზე და ორსულზე, მზრუნველობამოკლებულ პირებზე, ახალშობილ ტყუპებზე, 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე, 2008 წლის ომსა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებზე, ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრებზე.

   თავშესაფრით უზრუნველყოფს:
   თანადგომის ქსელის არმქონე დედებსა და ბავშვებს, ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიულ პაციენტებს, ფსიქიკური აშლილობის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

  საცხოვრებლისთვის დაფინანსებას გამოყოფს ეკომიგრანტ ოჯახებზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები