აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკით ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს

08 მარტი, 2023

სტიქიის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ცხმორისი-ახო-ჩეტკიძეების და შუახევის მუნიციპალიტეტში ზამლეთი-წიახი-ნიგაზეულის და ზამლეთი-წიახი-ღორთავაკის გზები დაზიანდა.
ადგილზე იმყოფებოდა გეოლოგიური სამსახურიც. გეოლოგიური დასკვნის შემდეგ  დაიგეგმება გზების აღდგენითი სამუშაოები, ხოლო მანამდე ადგილობრივებს შეეძლებათ ისარგებლონ შემოვლითი გზებით.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილეებთან, სპეციალისტებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები