აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

14 მარტი, 2023

2023  წლის  24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს  ორგანიზებით ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო  გამოფენა  - “BATUMI  BOOK & HIGHER EDUCATION 2023”გაიმართება.  
”BATUMI  BOOK & HIGHER EDUCATION 2023 “-ის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე,  დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია  სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.  გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამები.  
“BATUMI  BOOK & HIGHER EDUCATION 2023" მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო  დაწესებულება. გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებო დაწესებულებები და ფონდები,  წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები