აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა ,,თანა"-ს თავშესაფარში მცხოვრებ ქალბატონებთან

09 მარტი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე ცენტრ "თანას" თავშესაფარში მცხოვრებ ქალბატონებს შეხვდნენ.

"ქალთა კვირეულის ფარგლებში მოვინახულეთ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს "დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის" პროგრამის მოსარგებლეები. 24 საათიანი საცხოვრისით 19 დედა და 27 ბავშვია უზრუნველყოფილი. მიმდინარე წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა, აღნიშნული მიმართულებით ჯამში 421 575 ლარი დაიხარჯება" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

პროგრამის მიზანია, ბავშვთა მიტოვების პრევენცია, დედისა და ბავშვისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა პრობლემების მქონე (მარტოხელა, ძალადობაგანცდილი, მიუსაფარი) დედების/ორსულის და ბავშვების უზრუნველყოფა საცხოვრისით. საჭიროების შემთხვევაში მათი ფსიქოლოგიური დახმარება, პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, დასაქმებაში დახმარება.  

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები