აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

17 მარტი, 2023

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასტუმრო ჰილტონში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდა.

საქართველოში წელს პირველად, მომხმარებლის უფლებების დაცვას სპეციალური კვირეულით გაიმართა. მარეგულირებელი უწყებების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით არსებული საკანონმდებლო ბაზა და მისი აღსრულების მექანიზმები განიხილეს.

13 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული გაიხსნა და დღეს ოფიციალურად ბათუმში დასრულდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი. ასევე სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება