აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მაღალმთიან აჭარაში საავტომობიო გზები თოვლის საფარისაგან 24 საათიან რეჟიმში იწმინდება

23 თებერვალი, 2023

მეორე კვირაა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვს. დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 
სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 80-მდე სპეც. ტექნიკა. 
ეტაპობრივად იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. 
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ლოკაციაზე განვითარდა მეწყერული პროცესი. 
ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 
ქედის მუნიციპალიტეტში ცხმორისი-კოკატაური-ძანაძეების საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია. 
ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ დანდალო-ტაკიძეების გზით ისარგებლონ. 
მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები