მაღალმთიან აჭარაში ინტენიურად იწმინდება საავტომობილო გზები
15 თებერვალი, 2023
ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტებში და ხელვაჩაურის, ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლის საფარისგან გზების გაწმენდას აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდა.
ხუთივე მუნიციპალიტეტში სამუშაოებში ჩართულია 70-მდე სპეც-ტექნიკა.
მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბაში 70 სანტიმეტრია.
საავტომობილო გზებზე რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარატამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილესთან, სპეციალისტებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა