ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდა დასრულებულია
09 იანვარი, 2023
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, ქედის, შუახევის და ხულოს მუნციპალიტეტებში თოვლის საფარისგან ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდა დასრულებულია.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
მთელი დღის განმავლობაში სამუშაო პროცესებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 40-მდე სპეც-ტექნიკა და ადამიანური რესურსი იყო ჩართული.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, სპეციალისტებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა