გზების გაწმენდის სამუშაოებში 10 ახალი სპეც ტექნიკა ჩაერთვება
29 დეკემბერი, 2022
აჭარის მუნიციპალიტეტებს წელს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სულ 10 ახალი ტექნიკა გადაეცა. სპეც. ტექნიკა გზების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის გზების დეპარტამენტის უფროს მამუკა თურმანიძესთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მინისტრს ზამთრის სეზონისთვის მზადების სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მთავრობის წევრები თოვლის და მეწყრული პროცესებისთვის საჭირო ახალი ტექნიკის მუშაობას ადგილზე გაეცნენ.
10 ახალი ტექნიკის შეძენისთვის წელს გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 2 290 530 ლარი დაიხარჯა.
აჭარის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოებს, დღეისათვის გზების დეპარტამენტის 80 ზე მეტი სპეც. ტექნიკა ასრულებს.
აჭარაში, წელს, 26 მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაახლოებით 56 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას.
იხილეთ გალერეა