აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაციის ვიზიტი

29 მარტი, 2023

აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა,  ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაციას პრეზიდენტ, დოქტორ ფრანც შაუსბერგერის მეთაურობით უმასპინძლა. 
შეხვედრაზე ისაუბრეს სამინისტროს საქმიანობის სფეროების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების, მოსწავლეებისა და პედაგოგების ხელშეწყობას, საზღვარგარეთ სწავლისა და სტაჟირების დაფინანსებას, სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გამოცდილებას. ასევე, რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის კუთხით მიმდინარე აქტივობებს. 
დელეგაციის წევრებმა თავის მხვრივ, კმაყოფილება გამოთქვეს აჭარაში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებით და ახალგაზრდების ჩართულობით.
შეხვედრის შედეგად, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, რომლის ფარგლებშიც ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი და სამინისტრო ახალგაზრდებისთვის ერთობლივ საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებს და გაცვლით პროგრამებს განახორციელებენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები