აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან, სამუშაო თათბირი გამართა
06 აპრილი, 2023
▪აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან, სამუშაო თათბირი გამართა.
▪შეხვედრას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე ესწრებოდა.
▪შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
აჭარის 2023 წლის 3 თვის ბიუჯეტის 118,9 % - ით შესრულდა.
შემოსულობების გეგმა - 100 391 800 ლარი.
შესრულება - 119 327 800 ლარი.
2023 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 59 549 259 ლარს შეადგენს.
2023 წელს დაგეგმილია:
19 მიმართულებით 49,09 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი;
70 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი;
32 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია;
177 ხელოვნური ნაგებობის მოწყობა;
იხილეთ გალერეა