6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა
06 აპრილი, 2023
6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით სოფელ სალიბაურის N1 სკოლაში მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის მხიარული სტარტები ჩატარდა.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო და გამარჯვებულ გუნდებს სერტიფიკატები გადასცა.
დღესვე, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით სპორტის ოთხ სახეობაში ტურნირი გაიმართა.
ტურნირს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე დაესწრო და ტურნირში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ტურნირში აჭარის ნაკრები გუნდის წევრები მონაწილეობდნენ.
იხილეთ გალერეა