2023 წელს დაგეგმილი პროექტები - სამუშაო თათბირი
05 აპრილი, 2023
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან, სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ჯაბა ფუტკარაძემ მთავრობის თავმჯდომარეს მიმდინარე ეკონომიკურ, საპრივატიზაციო, საინვესტიციო და საბიუჯეტო პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა.
აჭარის 2023 წლის 3 თვის ბიუჯეტის 118,9 % - ით შესრულდა
შემოსულობების გეგმა - 100 391 800 ლარი
შესრულება - 119 327 800 ლარი
2023 წლის 3 თვის საგადასახადო შემოსავლები 112 186 809 ლარია, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით (84 056 737)ზრდა 33% შეადგენს.
აჭარაში აქტიური საპრივატიზაციო პოლიტიკა გრძელდება. 2023 წელს, მხოლოდ გასული წლის პრივატიზებიდან მისაღები თანხა 33 086 487 ლარს შეადგენს. წელს ჯამში 55 000 000 ლარის ღირებულების ქონების აუქციონის გამოცხადება იგეგმება.
ტურიზმის, როგორც რეგიონის წამყვანი სექტორის განვითარება, რჩება მთავარობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 62%-ით გაიზარდა და 15 988 600 ლარს შეადგენს.
შეხვედრაზე საუბარი ახალ პროექტებს შეეხო. ჯაბა ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში რამდენიმე მასშტაბური პროექტი იგეგმება - ახალი საბაგიროები კურორტ გოდერძზე და გომარდულზე. ამ ეტაპზე ბაზრის კვლევა მიმდინარეობს. გარდა ამისა, ახალი ტურისტული ატრაქცია ღომას მთაზე და გულების ციხეზე გაჩნდება, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
სპორტული ტურიზმის განვითარებაზე 155 მლნ ლარი დაიხარჯება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 10-მდე მასშტაბურ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.
2023 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 59 549 259 ლარს შეადგენს
2023 წელს დაგეგმილია:
▪19 მიმართულებით 49,09 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი
▪70 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი
▪32 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია
▪177 ხელოვნური ნაგებობის მოწყობა
იხილეთ გალერეა