აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა

04 აპრილი, 2023

უპრეცედენტო პროექტი საქართველოში.
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა. 
მასშტაბური პროექტის საპროექტო დოკუმენტაციის მოზადების და მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადდა.
არანაკლებ 1 752 მეტრი სიგრძის ზიპლაინი "არწივის ბუდის" დიზაინით აშენდება და პანორამული ხედი ხეობაზე ექნება. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2496 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება.
ზიპლაინის ქვედა სადგურში ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი იფუნქციონირებს.
საპროექტო არეალი დაახლოებით 3500 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. შენობაში კაფეტერია და ტერასა მოეწყობა. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები განთავსდება.
ტენდერის პირობის მიხედვით, პროექტის ღირებულება 9 512 716 ლარს შეადგენს. ზიპლაინის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრამდე განხორციელდება. 
წინადადებების მიღება 2023 წლის 28 აპრილს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=511828&lang=ge

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები