დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ
20 აპრილი, 2023
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში, გასაუბრების პროცესი იწყება.
გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
დირექტორობის იმ მსურველებთან, რომლებმაც ტესტირება გაიარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ საგამოცდო ცენტრში, გასაუბრება გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში 27-28 აპრილს (მის. ქალაქი ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).
გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ.
გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.
იხილეთ გალერეა