ლიტერატურული მარათონის პირველი ტური
21 აპრილი, 2023
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ატარებს ლიტერატურულ მარათონს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VII-XII კლასების მოსწავლეები.
- ლიტერატურული მარათონის პირველი ტური ჩატარდება ონლაინ სამინისტროს, www.moecs.ge, ვებ და https://www.facebook.com/moecs.ge გვერდზე განთავსებული ტესტების საშუალებით:
- VII-IX კლასის მოსწავლეებისათვის 22 აპრილს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე;
- X-XII კლასის მოსწავლეებისათვის 23 აპრილს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.
- კონკურსი მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გაიარა VII-XII კლასების 1584 მოსწავლემ.
- მოსწავლეებს, რომლებმაც ობიექტური მიზეზების გამო ლიტერატურულ მარათონში მოსწავლეთა რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ პერიოდში ვერ დარეგისტრირდნენ, უფლება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ლიტერატურული მარათონის კონკურსის პირველი ტურის დაწყებამდე.
იხილეთ გალერეა