აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აგრარული ექსტენციის ცენტრის გახსნას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრო

21 აპრილი, 2023

 დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე აგრარული ექსტენციის ცენტრი გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და ბსუ-ის აგრარული მიმართულების აკადემიური პერსონალი.

 ცენტრის დაარსების მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მხარდაჭერა, საზოგადოებისათვის აგრარული ექსტენციის მიწოდებაში უნივერსიტეტის როლის და მონაწილეობის გაძლიერება.

ბსუ აქტიურად ჩაერთვება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების შემუშავების და მეცნიერული კვლევების მიმართულებით.

ცენტრი განახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, სასკოლო და სტუდენტურ აქტივობებს, პრაქტიკოს ექსტენციონისტებთან ერთობლივ ინიციატივებს და სამეცნიერო პროექტებს.

აგრარული ექსტენციის ცენტრი გაიხსნა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია „მომავლის ფერმერი“.

,,აგრო-კლინიკის“ გახსნა აშშ-ში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტის დროს დაიგეგმა. 6-10 თებერვალს შეხვედრები გაიმართა ტეხასის და ოჰაიოს შტატებში აგრარულ ექსტენციაში ჩართულ სხვადასხვა ინსტიტუციის ხელმძღვანელებთან. მათ შორის, ტეხასის შტატის ექსტენციის ცენტრის ჰიუსტონის წარმომადგენლობასთან, Prairie View A&M უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან; ოჰაიოს შტატის ექსტენციის ოფისთან; Сentral State უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, მენეჯმენტთან და აკადემიურ პერსონალთან; ტეხასის და ოჰაიოს შტატის იმ სკოლებთან, რომლებიც აგრარულ ექსტენციაში არიან ჩართულები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები