აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 520 სტუდენტი დაფინანსდება

25 აპრილი, 2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს აჭარაში მცხოვრებ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.


სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლის საფასურს 520 სტუდენტს დაუფინანსებს. მათ შორის: 

    • 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსებულ 411 სტუდენტს, რომლებსაც (2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გადალახეს პროგრამით გათვალისწინებული ბარიერი: საშუალო აკადემიური მოსწრება - 71% და მეტი და არ ჰქონდათ საგნის თავიდან გავლა - F შეფასება) გაუგრძელდათ დაფინანსება და 
    • 2023 წელს პირველ ეტაპზე გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შერჩეულ  109 სტუდენტს. 

    2023 წლის 15 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული  სტუდენტების მონაცემების სანახავად ეწვიეთ ბმულს

    სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ  სტუდენტებს, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან; ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო; არიან მრავალშვილიანი ოჯახიდან;  სტუდენტებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სხვა. კატეგორიების შესახებ მეტი ინფორმაციისვის ეწვიეთ ბმულს

    იხილეთ გალერეა


    კალენდარი

    <<
    <მაისი 2023>
    >>
    ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
    181234567
    19891011121314
    2015161718192021
    2122232425262728
    222930311234
    23567891011

    ცხელი ხაზი

    +995 (422) 24-53-86

    სოციალური ქსელები