აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

INDEPENDENT ბათუმს ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს

27 აპრილი, 2023

პრესტიჟული  ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT ბათუმს ზაფხულის  10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს. ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ხორვატიისა და  შვეიცარიის გვერდით ბათუმი მეორე ადგილს იკავებს.  „10 შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურებისთვის“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, მაღალრეიტინგული ონლაინგამოცემა INDEPENDENT აქტიურ მოგზაურებს ურჩევს სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ზაფხული ბათუმში გაატარონ.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ბათუმი თავად არის კულტურების, გემოების, თავგადასავლებისა და ემოციების გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებს შუა საუკუნეების ხიდებს, უძველეს კულტურულ არტეფაქტებს, თვალწარმტაც ტბებსა და ავთენტურ სტუმართმოყვარე სოფლებს,“ წერს ბრიტანული გამოცემა INDEPENDENT, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.

„ნამდვილი სილამაზე, ბათუმი - საქართველოს მეორე ქალაქი შავი ზღვის მდიდრულ სანაპიროზე - სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. რატომ? 2000 წლიანი მომხიბვლელი ისტორიის განმავლობაში, ის შთამაგონებელი ადგილი იყო ისეთი ცნობილი  მწერლებისთვის, როგორებიც იყვნენ ჯონ სტეინბეკი, კნუტ ჰამსუნი, ჯორჯ სიმენონი და მსოფლიოს წამყვანი ფიგურები ძმები ნობელები და ალფონს როტშილდი.

მსოფლიო დონის ქალაქის ცენტრში თავმოყრილია ძვირადღირებული სასტუმროები, საუკეთესო რესტორნები, სპორტული ნაგებობები და გაჟღენთილია უტყუარი ემოციებით, კლასიკური ტრადიციების პატივისცემითა და მომხიბვლელი ხელოვნების ნიმუშებით. გადაუხვიეთ ჩვეულ მარშრუტს და აღმოაჩინეთ შეუდარებელი ბათუმი“ ნათქვამია სტატიაში.

სტატია იხილეთ:  independent.co.uk

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები