აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარაში 2200 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობები უფასოდ დამუშავდება

26 აპრილი, 2023

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობთ, აჭარაში სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავება გრძელდება და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ. 2023 წელს პროგრამის ფარგლებში სულ 2200 ჰა- ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობისთ უკვე დამუშავებულია 900 ჰა მიწის ფართობი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ზოიძესთან ერთად გაეცნო.

,,ჩართულია ტექნიკა, რომელიც იქნება საკმარისი იმისათვის, რომ სწორედ განსაზღვრული აგრო ვადების შესაბამისად იქნას დახნული და დამუშავებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ადგილობრივი ფერმერებისათვის. ისინი შეძლებენ დროულად თესვის სამუშაოების განხორციელებას, მოსავლის მიღებას და შესაბამისად ამ პროექტს ადგილობრივი სოფლის მეურნეობისათვის გააჩნია ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა''- განაცხადა - მინისტრმა.

სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების ბიუჯეტი შეადგენს 1 284 000 ლარს,

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები