აჭარის მთავრობის სხდომა
27 აპრილი, 2023
ჩვენი ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და შესაბამისად გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი, შევინარჩუნებთ დადებით ეკონომიკურ ტენდენციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 1 კვარტლის ბიუჯეტი 120% - ით შესრულდა. საგადასახადო შემოსავლები გაზრდილია 33 %-ით. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ბათუმში.
მიმდინარეობს დასაქმების ფორუმი და 2000 ჩვენს მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს წამყვან კომპანიებში, გაზრდილია ვიზიტები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წელთან შედარებით ზრდა შეადგენს 53%-ს, ხოლო 2022 წელთან შედარებით ზრდა 17%-ზე მეტია. პრესტიჟული ბრიტანული ონლაინ გამოცემა Independent-მა ბათუმი აქტიური მოგზაურებისთვის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა
2023 წელს, ბათუმში ტურიზმის ოსკარად წოდებული - World Travel Awards-ის დაჯილდოება - 30 სექტემბერს გაიმართება. ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძველი ბათუმის რეაბილიტაცია განხორციელდება.კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენ სპორტსმენებს ლერი აბულაძეს, ლაშა გობაძეს და შოთა ფარტენაძეს მიღწეული წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე.
სპორტსმენების მხარდაჭერის, მოტივაციის გაზრდისა და წახალისების მიზნით მნიშვნელოვნად იზრდება ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების ჯილდო. საპრიზო ფონდი 400 ათასი ლარის ნაცვლად 1 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
სტუდენტთა მხარდაჭერა გრძელდება - 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლის საფასურს 520 სტუდენტს დაუფინანსდება.
იხილეთ გალერეა