სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა
28 აპრილი, 2023
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და სპორტის დეპარტამენტის უფროსთან ირმა ნიჟარაძესთან ერთად ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს შეხვდა და მიღწეული წარმატებები მიულოცა.
აჭარის მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს გააცნო გადაწყვეტილება საპრიზო ფონდის რამდენიმეჯერ ზრდასთან დაკავშირებით.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ. ფონდი მილიონ ლარს გადააჭარბებს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება ბათუმის სპორტული კომპლექსისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა, გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.
იხილეთ გალერეა