აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

საიუბილეო დაჯილდოებები

02 მაისი, 2023

აჭარის საარქივო სამმართველო -100 2023 წლის 11 აპრილს აჭარის საარქივო დაწესებულებას 100 წელი შეუსრულდა. საარქივო დაწესებულების 100 წლისთავს მიეძღვნა საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია (27-28 აპრილი), რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ თურქეთის, ფინეთის, ბულგარეთის და საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლები. 19 აპრილს კი ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრშიგაიმართა დასკვნითი საიუბილეო ღონისძიება. საარქივო სამმართელოს თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა სააქრქივო სამმართველოს უფროსმა მაია ივანიშვილმა. არქივისტებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს აჭარის მთავრობის (თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის თავმჯდომარე, მაია ხაჯიშვილი - განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი) და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა (რესან კონცელიძე) და ეროვული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა. საარქივო საქმის განვითარებაში შეტანილი წვილილისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლით დაჯილდოვდა ღვაწლმოსილი არქივისტი ელგუჯა ჩაგანავა. საარქივო საქმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიგელებით დაჯილდოვდნენ აგრეთვე: თამაზ ფუტკარაძე, ნაზიბროლა შარაშიძე, ნოდარ ზაქარიაძე, ავთანდილ ლეონიძე, მზექალა გირიხიდი, ცირა თავართქილაძე და ეთერ ნათელაძე. საარქივო სამმართველოს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენა ,,ხუთი ამბავი აჭარის არქივიდან“, რომელშიც გადმოცემული იყო უაღრესად საინტერესო ინფორმაცია არქივის დაარსების, გრიგოლ ვოლსკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, თეატრის, კათოლოკური ეკლესიის დაარსებისა და სხვა საკითხებზე.

იხილეთ ალბომი: არქივის 100 წლის იუბილე თეატრში

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

(+995) 422 22 48 15 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები