აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები

02 მაისი, 2023

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ ბათუმის ვიცე მერთან, ლევან დავითაძესთან ერთად, ახალი ბულვარის მიმდებარედ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოები დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები ხორციელდება 2022-2023 წლების პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობების მოპირდაპირედ, ასევე აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების განხორციელებას. კერძოდ, მდ. ჭოროხის კალაპოტში არსებული წინასწარ შერჩეული კარიერებიდან 412 960 კბ.მ. პლაჟწარმომქმნელი ქვიშა-ხრეშოვანი მასალის ტრანსპორტირებას და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შესაბამის უბნებში რეცხვადი ბერმის მოწყობას.

ნაპირსამაგი სამუშაოების მიზანია, ბათუმის დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენა. ამ დროისათვის დაახლოებით 402 000 კბ.მ. ნატანია შეტანილი ზღვის სანაპიროზე, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები