სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ეტაპი დასრულდა
04 მაისი, 2023
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, საჯარო და კერძო სკოლების და კულტურის ცენტრების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები. სულ 82 ფოლკლორული ანსამბლი და 2 061 შემსრულებელი. მეორე ეტაპზე გადავიდა 36 ანსამბლი (1 085 შემსრულებელი).
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა წარიმართა ეტაპობრივად. პირველი ეტაპი ჩატარდა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის და ბათუმის მუნიციპალიტეტებში.
იხილეთ მეორე ეტაპზე გადასული ანსამბლები
მეორე ეტაპი გაიმართება 2023 წლის 8 მაისს სსიპ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.
გამარჯვებული ანსამბლების გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2023 წლის 2 ივნისს სსიპ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.
იხილეთ გალერეა