მინისტრი სტაჟიორებს შეხვდა
08 მაისი, 2023
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სტაჟიორებს შეხვდა. შეხვედრაზე ზაზა შავაძემ სტუდენტებს დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ყურადღება დარგის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის” ფარგლებში, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის 8 თვის ვადით 20 სტუდენტ- კურსდამთავრებული, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა დასაქმდნენ, როგორც აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ასევე მის დაქვემდებარებაში შემავალ ორგანიზაციებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, აგრარული განვითარების დეპარტამენტის და ბიუჯეტის დაგაგმვის და ანალიზის დაპარტამენტის უფროსები.
იხილეთ გალერეა