ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვი-ჩაისუბანი-ხალას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
04 მაისი, 2023
ამ ეტაპზე ხიდის განაპირა ბურჯების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
რეაბილიტირებული ხიდი დაუკავშირდება ჩაისუბნისა და ხალას ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელს.
ახალი ხიდით 250 ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 288 999 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, სპეციალისტებთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა