აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2024–2027 წლების პრიორიტეტების განხილვა

08 მაისი, 2023

ზაზა შავაძე - ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024–2027 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებული იქნება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე''.

2024-2027 წლის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ წარადგინა.

2024-2027 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებია – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყის მდგრადი მართავა.

სამინისტრო 2024 წელს განახორციელებს 15 პროგრამას, რომელიც მოიცავს 27 ქვეპროგრამას. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 2023 წელთან შედარებით, 2 641 201 ლარით გაიზრდება და 32 172 151 ლარით განისაზღვრა.

პრიორიტეტების განხილვას აჭარის უმაღლესი საბჭოს, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიკა გვიანიძე, მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერიის მოადგილეები, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, დეპარტამენტის უფროსები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები