აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის II ეტაპი გამოცხადდა

05 მაისი, 2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსიII ეტაპი გამოცხადდა. კონკურსის მიზანია:

  • ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
  • ხელოვნების ახალი მიმართულებების, შემოქმედთა ახალი იდეების მხარდაჭერა;
  • აქტუალური საკითხების კულტურისა და ხელოვნების გზით წარმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა;
  • ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მეშვეობით საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურის ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის ახალი შესაძლებლობების შექმნა;
  •  ხელოვნებისა და კულტურის სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრირება.

საგრანტო კონკურსის II ეტაპის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს  2023 წლის 05 მაისიდან 25 მაისის 00:00 საათამდე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ  არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან მუნიციპალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა

საგრანტო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამინისტროში წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატით) და გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: freeprojectsajara@gmail.com. 

პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. 

ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2023 წლის II ეტაპის ბიუჯეტი განსაზღვრულია 100 000 ლარით 

ერთი პროექტის განხორციელებისათვის გრანტი გაიცემა არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები