აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მეორე ეტაპი დასრულდა

11 მაისი, 2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, საჯარო და კერძო სკოლების და კულტურის ცენტრების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები. სულ 82 ფოლკლორული ანსამბლი და 2 061 შემსრულებელი. მეორე ეტაპზე გადავიდა 36 ანსამბლი (1 085 შემსრულებელი).
 
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა წარიმართა ეტაპობრივად. პირველი ეტაპი ჩატარდა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის და ბათუმის მუნიციპალიტეტებში. მეორე ეტაპი გაიმართა 2023 წლის 8 მაისს  სსიპ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ნახევარფინალურ ეტაპზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ინეგოლის ქართული ფოლკლორული ანსამბლი " ჩვენებურები" და ასოციაციის წარმომადგენლები.


 
გამარჯვებული ანსამბლების გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2023 წლის 2 ივნისს სსიპ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები