მიმდინარე წელს ქობულეთის 25 სკოლაში დაგეგმილია სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები
05 მაისი, 2023
დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მუნიციპალიტეტის ხუთ საჯარო სკოლაში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
მათ შორის:
სოფელ დაგვას საჯარო სკოლა, სადაც განხორციელდა სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია, მოეწყო ღია მოედანი და ეზო. ხოლო მიმდინარე წელს მიერთებულ საბაზო სკოლის ტერიტორიაზეც მოეწყობა ღია მოედანი;
სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლა, სადაც სახურავის, ფასადის და სპორტდარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა,
მიმდინარე წელს კი ღია მოდანი მოეწყობა;
სოფელ საჩინოს საჯარო სკოლა, რომელსაც სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მიმდინარე წელს დაგეგმილია სრული რეაბილიტაციის პროცესის გაგრძელება და სპორტდარბაზის მშენებლობის დაწყება.
ქალაქ ქობულეთის N5 საჯარო სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და შენობის მთლიანი შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, დამონტაჟდება ლიფტი ყველა სართულზე მისწავდომობისთვის, სრულად კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლა, სადაც სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს,
განხორციელდება შენობის მთლიანი შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია.
სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
იხილეთ გალერეა