აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროს 2024-2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის განხილვა

10 მაისი, 2023

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2024-2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლების განმავლობაში შენარჩუნდება ბიუჯეტის ზრდა და ეს სამინისტროს თითოეულ სფეროზე აისახება.
მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის, კულტურის სფეროს პოპულარიზაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით.
განათლების სფეროში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დაიხარჯება 100 მილიონ ლარზე მეტი. მნიშველოვანი პროექტებია დაგეგმილი, როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთის.
კულტურის მიმართულებით კვლავ გაგრძელდება მრავალფეროვანი პროექტების შეთავაზება.
რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, გაგრძელდება სხვადასხვა ურბანული, საფორტიფიკაციო თუ რელიგიური მნიშვნელობის ობიექტების მოვლა-პატრონობა.
სპორტის მიმართულებით დაგეგმილია მასშტაბური პროექტები, მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იზრდება ერთჯერადი ჯილდოების და სტიპენდიების მოცულობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები