პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ვიზიტი აჭარაში
10 მაისი, 2023
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, მოადგილეებთან დავით კაჭარავასთან და ვიქტორ სანიკიძესთან ერთად აჭარაში სამუშაო ვიზით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაჟორიტარ პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ბადრი ნაკაშიძესთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად მაღალმთიან აჭარაში ახალი, არსებული და დაგეგმილი სპორტული ობიექტები და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.
გაიმართა სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერებთან და სპორტსმენებთან. შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებული საკითხები და გამოწვევები განიხილეს, დასახეს მათი მოგვარების ერთობლივი მოქმედებები.
იხილეთ გალერეა