აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ბათუმი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

12 მაისი, 2023

ბათუმი ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეასა და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

კონფერენციის მონაწილეებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა შავაძე მიესალმა. მინისტრმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აჭარაში სოფლის ტურიზმის მნიშვნელობაზე და მის როლზე სოფლის განვითარების მიმართულებით, ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე რომელიც ხელს უწყობს, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციას და სოფლად მცხოვებ მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდას.

ღონისძიებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო კეკელიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: მთიან მუნიციპალიტეტებში სოფლის ტურიზმის მხარდაჭერის პროექტები.

ღონისძიებაზე, რომელსაც 10-მდე ევროპული ქვეყნის ტურიზმის ექსპერტი ესწრებოდა სოფლის ტურიზმის მიმართულებით ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრეს.

სოფლის ტურიზმის მდგრადი განვითარება, შესაძლებლობები და გამოწვევები, არსებული რეალობა და გამოწვევები სოფლის ტურიზმში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტურისტული პროდუქტი, ჩემი წარმატებული ისტორიები სოფლად, სათავგადასავლო ტურიზმი და ციფრული ტექნოლოგიები- ეს ის ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომელზეც კონფერენციაზე იმსჯელეს.

ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ჩატარდა, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი ბათუმი მეოთხედ მასპინძლობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები