ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
17 მაისი, 2023
დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ქ. ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას აღმასრულებელი,საკანონმდებლო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხალმძღვანელები, მე-16 სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროექტის მიხედვით აშენდება 3 სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია ორ ცვლაში 2 000 მოსწავლეზე.
საკლასო ოთახების გარდა, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნებით.
შენობა იქნება ადაპტირებული, მოეწყობა ლიფტი. ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.
იხილეთ გალერეა