აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სპორტული შეჯიბრი გაიმართა

18 მაისი, 2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  „კონკურსები და ოლიმპიადები“ ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება მოსწავლეთა შორის სპორტული შეჯიბრება სპორტის ორ სახეობაში: მაგიდის ჩოგბურთსა და მძლეოსნურ გეზრბენში.
სპორტული შეჯიბრების მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფიზიკურ აქტივობებში მათი აქტიურად ჩართვა.
სპორტული შეჯიბრებები გეზრბენსა და მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა სამ ეტაპად.

2023 წლის 15, 16 და 17 მაისს ჩატარდა სპორტული შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი სპორტის ორივე სახეობაში. დასკვნით ეტაპზე იასპარეზეს მუნიციპალიტეტების მიხედვით გამარჯვებულმა თითო-თითო გუნდმა.
გეზრბენსა და მაგიდის ჩოგბურთში პირველი, მეორე და მესამე ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

გეზრბენი
1. სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის გუნდი - I ადგილი;
2. სსიპ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის გუნდი - II ადგილი;
3. სსიპ - ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდი - III ადგილი.

მაგიდის ჩოგბურთი
1. სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდი - I ადგილი;
2. სსიპ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გუნდი - II ადგილი;
3. სსიპ - ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლის გუნდი - III ადგილი.
 
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ შესაბამისი თასები და მედლები.

საპრიზო ადგილზე (I და II ადგილი) გასულ გუნდებს გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები