მინისტრის საათი
17 მაისი, 2023
''მინისტრის საათის’’ - ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრს აჭარის უმაღლეს საბჭოში მოუსმინეს. ზაზა შავაძემ გამოსვლაში 2022 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრმა ზაზა შავაძემ დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა, სამინისტროს ბიუჯეტი 29 530 950 ლარით განისაზღვრა და ის წინა წელთან შედარებით 8 645 600 ლარით გაიზარდა. პრიორიტეტები ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე. ასევე, შესაძლებლი იქნება გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, ხარისხი და კონკურენტუნარიანობა. გაძლიერდება აგრარული ექსტენციის მიწოდება, გაიზრდება მემცენარეობის და მეცხოველეობის დარგებში დასაქმებული ფერმერების და აგრომეწარმეების ცოდნის დონე.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2023 წელს განახორციელებს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება. რისთვისაც სამინისტრო დახარჯავს 4 904 500 ლარს.
მიმდინარე წლისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს აგროსერვისის განვითარება რეგიონში, რომლის დაფინანსება შადგენს - 6 664 508 ლარს. განახლდა ქვეპროგრამები: მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა, აგრომომსახურების განვითარება, სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლებისა და მეციტრუსეობის განვითრების ხელშეწყობა.
მინისტრის განცხადებით - ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში, 2 200 ჰექტარი ფართობი დამუშავდება შესაბამის აგროვადებში. პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. ,,ჩვენ უზრუნველყობთ, რომ თითოეულ ფერმერს სავარგული არ დარჩეს დაუმუშავებელი და მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა. დაფინანსება შეადგენს 1 284 000 ლარს. დღეის მდგომარეობით ექვსივე მუნიციპალიტეტში უკვე დამუშავებულია დაახლოებით 1560 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი. სახნავ სათესი ფართობების დასამუშავებლად ჩართულია 35 ერთეული ტექნიკა’’.
2023 წელს გაგრძელდა აგრარული ექსტენციის მიწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სხვდასხვა დარგების მიმართულებებით, ფერმერები და აგრომეწარმეები საველე პირობებში გადიან სწავლება-კონსულტირებას, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 199 600 ლარით. დღეის მდგომარეობით აგრარული ექსტენცია უკვე ჩაუტარდა 900-მდე ფერმერს. სამინისტრო აგრძელებს 20 სტუდენტის და კურსდამთავრებულის ანაზღაურებად სტაჟირებას, რომლის დაფინანსებაა 139 120 ლარი.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ ხაზი გაუსვა, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების საქმიანობის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, გარემოს ხარისხობრივი მგომარეობის გაუმჯობესება, ტყის დაცვა და მოვლა, ტყეების მდგრადი მართვა და ბიომრავალფეროვნების შენაჩუნება. 2023 წელს აღნიშნული პროგრამები დაფინანსდება 13 545 172 ლარით.
გაძლიერდება სსიპ ლაბორატორიული კლევითი ცენტრის მომსახურება და სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზნებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) წარმოება, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 705 366 ლარს.
იხილეთ გალერეა